შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია. მან ბელარუსში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო" ნაბიჯად შეაფასა.
ბაიდენის თქმით, ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის მიერ იაპონიაში ჩამოგდებული ატომური ბომბები.