ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების აქცია პარლამენტთან, 18:00 საათზე, განახლდება. დღესვე, 16:00 საათზე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პარლამენტის წინ დარჩებიან იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.მაღაროელების მთავარი მოთხოვნა - სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.