2024 წლის არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო გაერთიანება ოპოზიციის ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ქმედებებით „ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ გააძლიერებს. განსხვავებული პოზიცია აქვს თაკო ჩარკვიანს. ის არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სააკაშვილთან გაერთიანების წინააღმდეგი არიან, „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებდნენ.