თუ ერთხელ მაინც გიოცნებიათ კინოსურათის „ეშმაკი ატარებს პრადას" ერთ-ერთი მთავარი გმირის, მირანდა პრისტლის მარჯვენა ხელი ყოფილიყავით და ენ ჰეთეუეის პერსონაჟის როლი მოგერგოთ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
Vogue ანა ვინტურისთვის მოადგილეს ეძებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ მოდით, კულტურითა და ციფრული მედიით გატაცებული ადამიანი სჭირდებათ. ანაზღაურება 60-80 ათას დოლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ მირანდა პრისტლის გმირი, რომელსაც ფილმში მერილ სტრიპი განასახიერებს, ანა ვინტურის მიხედვით შექმნეს.