ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ.
მათი განცხადებით, ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ გაათენებენ.
ერთ-ერთი მაღაროელის, ტარიელ მიქაძის განცხადებით, გაფიცულები, სამართალდამცავებთან შეთანხმებით, პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლიან.
მაღაროელების განმარტებით, თბილისში შიმშილობას ჯერ არ იწყებენ.
მათი თქმით, ელოდებიან გამოხმაურებას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება.
ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.