უკრაინამ რუსეთიდან 373 ბავშვი დაიბრუნა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთში იძულებით 19 499 ბავშვია დეპორტირებული, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, 200-ს 300 ათასს აღწევდეს. უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენის, დარია გერასიმჩუკის განცხადებით, აღრიცხულ ბავშვებთან დაკავშირებით სახელმწიფოს თითოეულის პერსონალური მონაცემები აქვს, იმის თაობაზე თუ ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან გაიტაცეს. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მათი ადგილსამყოფელი იცის.