უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არსებული ინფორმაციით, ლიდერებმა სატელეფონო ზარისას, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებაც იმსჯელეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერთან საუბრის დროს ხაზი რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას გაუსვა.