სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საუბარია 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური წერს რომ ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო.