საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა კინოცენტრში წერილი შეიტანეს, სადაც რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას, კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესის შეცვლას და ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან, კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი ხვალ, 18:00 საათამდე კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან, კობა ხუბუნაიასგან პასუხს ელოდებიან.