საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 10 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებულ ოპერაციას სრულად დააფინანსებს. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“