გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სამ საათზე მეტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „გირჩის” და „დროას” წევრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 14-ვე პირი ყვარელში, ლავროვის ოჯახის სიძის ძმის ქორწილის გაპროტესტების დროს დააკავეს. საქმის ფარგლებში დასაკითხთა სიაშია 40-მდე პირი, მათ შორის, როგორც ინციდენტში მონაწილე პოლიციელები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები. ცოტა ხნის წინ, სასამართლო დარბაზიდან სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია გააძევეს.