ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სასამართლო პროცესზე, რომელსაც ცხრავე ბრალდებული ესწრებოდა, საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულები შეაჯამა. პროკურორს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.