შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ქვეყანას თავს დაესხას. ინფორმაციას შვედურ ტელეკომპანია SVT-ზე დაყრდნობით „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პარლამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროების უკრაინაში ყოფნის მიუხედავად, შვედეთზე თავდასხმები გამორიცხული არ არის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენება კიდევ უფრო შეამცირა, პოლიტიკური და სამხედრო რისკისკენ დემინსტრირება კი კვლავ არსებობს.
თავდაცვის წინა დოქტრინისგან განსხვავებით, ახალი ანგარიში ნატო-ს წევრობაზეა დაფუძნებული.