სოციალურ ქსელში უკრაინელი დამცველების ვიდეო გამოჩნდა, რომლებმაც ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი პიატიხატკი გაათავისუფლეს.
„რაშისტები" გაიქცნენ, მიატოვეს ტექნიკა და საბრძოლო მასალა. დიდება უკრაინას!" - აცხადებს ერთ-ერთი მებრძოლი ვიდეოში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, პიატიხატკის დასახლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, დღეს კი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმაც დაადასტურა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინელებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პიატიხატკის გარდა 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.