თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გამოშვების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის მინისტრისა და ძალების მეთაურის მოადგილეები დაესწრნენ.
თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.