კარტოფილის ქართველმა მწარმოებლებმა წლევანდელ ახალ სეზონზე იაფფასიანი თურქული იმპორტიდან შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ზეწოლა განიცადონ. მიზეზი ის არის, რომ წელს თურქეთში კარტოფილის წარმოების მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ EastFruit-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ. ექსპერტები თურქეთში კარტოფილის რეკორდული წარმოების პერსპექტივას ითვალისწინებენ და ამიტომ პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვან ვარდნას მოელიან. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ექსპორტის გეოგრაფიაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება. მითუმეტეს, თურქეთი კარტოფილის მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორთა ტოპ 15-ელში შედის, ხოლო თურქული კარტოფილის ძირითად საექპორტო ბაზრებს შორის სირიის, ერაყისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შემდეგ საქართველო მე-4 ადგილზეა.
თურქეთში კარტოფილის წარმოების მკვეთრი ზრდის განმაპირობებლი ძირითადი ფაქტორი, შიდა ბაზარზე პროდუქტის გაძვირებაა. ამიტომ წელს თურქეთის მთავრობამ კარტოფილის ექსპორტი აკრძალა, რის შედეგადაც იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 13 000 ტონაზე ნაკლები კარტოფილი იქნა ექსპორტირებული.
რაც შეეხება საქართველოში ექსპორტს, წელს, პირველ 4 თვეში, ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 7 მლნ დოლარის ღირებულების კარტოფილი შემოვიდა. თურქეთიდან ექსპორტირებულ კარტოფილში მხოლოდ 109 ათასი დოლარი გადაიხადა საქართველომ