საქართველოს მშპ-ის ოთხთვიანი 7,3%-იანი ზრდის მიუხედავად, მსოფლიო ბანკი უახლოეს მომავალში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს. ბანკის ანგარიშში წერია, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი მომსახურების ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო სამრეწველო აქტივობა იკლებს.
პროგნოზირებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის განმავლობაში, პარტნიორ ქვეყნებში ნელი ზრდის გამო, 4,4%-მდე შენელდება, ვიდრე ვითარება 5%-მდე არ დასტაბილურდება. ამასთან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით მიზნობრივ 3%-ზე დაბლა დარჩება ინფლაციის დონე.
ანგარიშის მიხედვით, არსებობს დაბალანსებული რისკები: კერძოდ, ერთის მხრივ, ფულადი სახსრების შემოდინებამ და გლობალური პირობების ცვლილებამ ლარის კურსზე, ხოლო მაღალი დოლარიზაციის გამო მაკროფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს. მეორეს მხრივ, ფულადი სახსრების მუდმივმა შემოდინებამ შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს საქართველოს სავაჭრო კავშირებისა და სატრანსპორტო დერეფნების განახლებით.