7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, დღეს აღარ გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა გახდა.
უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა.
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი სოციალურ ქსელში გუშინ გამოთქვა.
„აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას”,- დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქზე“.