ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის დავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის ცნობითვე დიდია რუსების დანაკარგებიც. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებს 10 დარტყმა მიაყენა. 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი კი განადგურებულია.