კახეთში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მცენარეთა დაცვის საშუალებების საცდელი კვლევები ჩატარდა. აღნიშნული კვლევები გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევებში ჩართული არიან მცენარეთა დამცველები იტალიის, კერძოდ, სარდინიის რეგიონიდან. სამუშაო პროცესში, იტალიელმა სპეციალისტებმა კალიებთან ბრძოლის საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება გაიზიარეს.