არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ექსპერტების შეფასებით, "ფრანკლინის კლუბის" იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დროს ორგანიზებული საპროტესტო აქცია ხელისუფლების რიტორიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
ოპოზიცია მმართველ პარტიას ძალადობრივი ჯგუფების დაორგანიზებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას პრიორიტეტების დალაგებასა და რეალურ პრობლემებზე კონცენტრაციას მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, გუშინ "ფრანკლინის კლუბის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება აქციის ფონზე წარიმართა. ვატო შაქარიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, ორგანიზაციის მუშაობა გააპროტესტა და მას ანტიქართული უწოდა.