საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი, ტუტანხამონი მალარიით გარდაიცვალა.
2010 წელს ეგვიპტოლოგთა ჯგუფმა რადიოლოგიურად გამოიკვლია ფარაონის მუმია, რათა უკეთ გაეგო მისი სიკვდილის მიზეზი.
აღმოჩნდა, რომ მეფეს, რომელიც გარდაცვალების დროს 19 წლის იყო, მალარიის გარდა, უამრავი დაავადება აწუხებდა.
როგორც "დეილი მეილის" წერს, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ეგვიპტოლოგმა საკამათო ახალი თეორია წამოაყენა, რომლის მიხედვითაც ტუტანხამონი ჩქაროსნული ეტლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
დამოუკიდებელი მკვლევარი, სოფია აზიზი თვლის, რომ ახალგაზრდა მეფე ეტლს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის შედეგადაც ცხენი ვერ დაიმორჩილა, გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაზიანდა.
აზიზის თქმით, სწორედ ამ ტრავმის შედეგად მიიღო ფარაონმა სიცოცხლისთვის საშიში ფეხის მოტეხილობა, რომელმაც მისი დაინფიცირება და ფარაონის ნელი სიკვდილი გამოიწვია.
წყარო: Ambebi.ge