ბრაზილიის შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულიში ექსტრატროპიკული ციკლონის გამო მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ციკლონმა ყველაზე მძიმე დარტყმა ქალაქ კარას მიაყენა.
„შეშფოთებული ვართ კარაში არსებული ვითარების გამო. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად და სწრაფად მოვახდინოთ ძირითადი დაზარალებული ტერიტორიების დადგენა და ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”, - განაცხადა რიუ-გრანდი-დუ-სულის გუბერნატორმა, ედუარდო ლეიტმა, რომელიც დაზარალებულ ტერიტორიას ეწვია.
შტატის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქარიშხალმა კოკისპირული წვიმა გამოიწვია და დატბორილ რაიონებში ვერტმფრენებით 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.