"ფრანკლინის კლუბის" დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აქცია ფონზე მიმდინარეობს. კოკა-კოლის ყოფილი ქარხნის ტერიტორიასთან მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად შეიკრიბა და ფრანკლის კლუბის საქმიანობა გააპროტესტა. შაქარიშვილის თქმით, ფრანკლინის კლუბი ანტისახელწმიფოებრივ და ანტიქართულ კამპანიაშია ჩართული. ფრანკლინის კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები და დისკუსია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მსჯელობაში მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიციური პარტია იღებს.