საქართველო ავტომობილების ევრო 5 - ის სტანდარტზე გადადის. მთავრობის ინიციატივით, 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი იზღუდება. სახელმწიფო რეგულაციების ამოქმედების საბოლოო თარიღზე მსჯელობს. ინიციატივამ დარგის სპეციალისტების აზრი ორად გაყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ავტოპარკის გასაუმჯობესებლად და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად აუცილებელია. ნაწილი კი ინიციატივას ხელოვნურ შეზღუდვას უწოდებს და ალტერნატიულ გამოსავალზე საუბრობს. როგორ აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას სპეციალისტები და როგორი განწყობაა საზოგადოებაში.