საგარეო საქმეთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. ილია დარჩიაშვილმა ანგარიში ევროკავშირთან ურთიერთობასა და 12-ი რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრით დაიწყო. მინისტრის მოხსენების შემდეგ, დეპუტატების კითხვა-პასუხის რეჟიმი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც ერთმანეთს სიტყვიერად ალუდა ღუდუშაური და თინათინ ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ. როგორ მიმდინარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში და რა პასუხი აქვს დეპუტატების კითხვებზე ილია დარჩიაშვილს.