საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას აპირებს. სააკაშვილმა გადაწყვეტილება საზოგადოებას, სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა. ექსპრეზიდენტის განმარტებით, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ხელისუფლების - საგარეო კურსია. სააკაშვილის სურვილს ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის ფაქტორი ოცნების დამარცხების პროცესში გადამწყვეტი იქნება. ხმაურიანი ანონსის შემდეგ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი კლინიკა ვივამედში გააკეთეს.