პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებაზე იმსჯელეს. ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა. თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.