გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, „ნატოს“ მოკავშირეები მზად იყვნენ, რომ უკრაინას სამხედრო ალიანსისკენ მიმავალ გზაზე გარკვეული ბარიერები მოუხსნან. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას სამოქმედო გეგმის განხორციელების გარეშეც მხარს უჭერს. მედიაში გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ინიციატივა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააჟღერა.