2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ მომიტინგეებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ დაკავებულ მოქალაქეთა სამართალ დამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რაც, თავის მხრივ წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალ დარღვევად დაკვალიფიცირდეს. სახალხო დამცველმა „სასამართლოს მეგობრების“ მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.