საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პარლამენტში დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით უკვე წარსდგა. მან ევროკავშირთან ურთიერტობასა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ისაუბრა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მინისტრს დეპუტატების კითხვების მოსმენაც მოუწია.