ალეკო ელისაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს 2008 წლის ომთან დაკავშირებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რიჟვაძეა თუ ვიღაცაა უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი ჰა? შე სად იყავი ომის დროს შე მართლა თანამდებობაზე გაბღენძილო ლაჩარო" - წერს "მოქალაქეების" ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა.