უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი "რამშტაინის" ფარგლებში "IT კოალიციის" შექმნას აანონსებს. მისი თქმით, ლუქსემბურგისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებმა იდეას მხარი დაუჭირეს და მზად არიან ამ ჯგუფის შექმნაში ლიდერების როლი მოირგონ.
რეზნიკოვმა განცხადება ასევე, უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომის შემდეგაც გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა და ნატო ვილნიუსის სამიტზე, ან მის შემდეგ, კომისიის სახით ოფიციალური შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატს, ახლით ჩაანაცვლებენ.
რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრები უკვე უკრაინა-ნატო-ს საბჭოს ფორმატში გაიმართება.