საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია, სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენციაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ყველა ის გამოწვევა, რომელიც უნივერსიტეტებს აქვთ, იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე და ისაუბრეს დაგეგმილ რეფორმებსა და დასახულ ამოცანებზე უმაღლესი განათლების მიმართულებით.