საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე სიტყვით გამოვა. მინისტრი სამინისტროს საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრის სხომდომაზე გამოსვლას სკეპტიკურად უყურებენ. მათი თქმით, საუბრის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი ბევრ მწვავე და კრიტიკულ კითხვას დასვამენ, მაგრამ მინისტრის მხრიდან ადეკვატური პასუხის გაცემის მოლოდინი არ აქვთ.