საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. მათი თქმით, ახლა უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება ამიტომ, მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ჩავიდეს და ომში მყოფი სახელმწფოს მხარდამჭერი გზავნილები გააჟღეროს.
მე-5 პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება გაურკვეველი აღმოჩნდა "ლელოს" ლიდერისთვის. დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტმა მოსაწვევის პრობლემა საჯაროდ არ უნდა გამოიტანოს და აღნიშნული ლრობლემა თავად უნდა მოაგვაროს.