საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. გუნდს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარებიან. დიდ ტურნირამდე დარჩენილ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდი კვიპროსელ თანატოლებს დაუპირისპირდება, 21 ივნისიდან კი - ევროპის ახლაგზარდულ ჩემპიონატში ჩაერთვება.