უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სასტვენებით დახვდნენ . სანამ თორნიკე რიჟვაძის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაიწყებდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებმა ევროკავშირის, საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს. დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.