მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინული გამოცემის, „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე . საქართველოს პრეზიდენტის ამ განცახდებას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მხარეთა პოზიციები კვლავ უცვლელია. ქართული ოცნების წევრები აცხადებემ რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე უარის თქმა 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმას ანადგურებს.