პარლამენტი, 16 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენს.
დარჩიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
ის თავდაპირველად სამინისტროს საქმიანობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.