ბოლო მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შემდეგ, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი. საავადმყოფოებში 90-ზე მეტი დაშავებული რჩება, ევაკუირებულია 7 ათასზე მეტი მოსახლე. დატბორილია სამი ათასზე მეტი სახლი.