სერბეთსა და კოსოვოს შორის დაპირისპირება გრძელდება. მედიის ცნობნით, სერბეთში კოსოვოს პოლიციის 3 ოფიცერი დააკავეს. ოფიციალური პრიშტინა და ბელგრადი დაკავების ადგილზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
კოსოვოს პრემიერ მინისტრის, ალბინ ქურთის ინფორმაციით, დაკავება კოსოვოს ტერიტორიაზე, სერბეთის საზღვრიდან 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ოფიციალური ბელგრადის მტკიცებით კი, პოლიციელები სერბეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელ გნილიცაში დააკავეს.