ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრიანაში ჩავიდა, რათა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარება შეისწავლოს. ამასთან, როგორც ცნობილია, გროსი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა უკრაინაში მორიგი ვიზიტი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 6 ივნისს რუსულმა ძალებმა კახოვხკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. მისი თქმით, კაშხალის აფეთქების გამო მდგომაროება შესაძლოა კრიტიკული გახდეს.