გასულ წელს ჩინეთი და რუსეთი ყველაზე მეტმა მილიონერმა დატოვა. კვლევას ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გასულ წელს ჩინეთიდან 10 800 მდიდარი ადამიანი წავიდა, რუსეთიდან კი - 8 500.
ანალიტიკოსებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ რუსეთიდან გასული მილიონერების რაოდენობა 15 ათასზე მეტი იქნებოდა და ქვეყანა რეიტინგის სათავეშიც მოხვდებოდა, თუმცა ჩინეთმა აჯობა.
ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი 2022 წლის განმავლობაში ემირატებს, ავსტრალიას, სინგაპურს, შვეიცარიასა და აშშ-ს ეწვია.Henley & Partners-ში მიიჩნევენ, რომ 2023 წელს რუსეთს კიდევ 3 ათასი მდიდარი ადამიანი, ხოლო ჩინეთს 13,5 ათასი დატოვებს. ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთში 435 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა ქონება 100 მილიონ დოლარზე მეტია.
ქვეყნების სიაში სუპერმდიდართა საერთო რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მეათე ადგილზეა და ის საფრანგეთსა და იტალიას უსწრებს.