ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში - განცხადება დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი პროგრესიც მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს დაუსრულებელი საკითხები.