ინდოეთსა და პაკისტანს ქარიშხალი "ბიპარჯოი" უახლოვდება. მოსალოდნელი საფრთხის გამო ორივე ქვეყნის ხელისულფებამ შესაბამისი ზომები მიიღო.
BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში სანაპირო ზოლში მცხოვრები 150 000 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. ქარიშხლის გაძლიერების გამო ინდოეთის გუჯარათის შტატის ხელისუფლებამ ადგილობრივებს ზღვაში გასვლა და თევზაობა აუკრძალა. შტატში რამდენიმე დღით დაიხურა სკოლებიც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-მდე გაიზრდება, რამაც შესაძლოა შენობების დაზიანება და ხეების მოგლეჯა გამოწვიოს.