უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პროცესი განაახლეს, ადგილზე დამონტაჟდა ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაცია უკვე დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.უწყებამ, ინციდენტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას