ჯანდაცვის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. ცვლილებით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება ეზრდება. სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოითხოვოს მასალები, დაათვალიეროს, დალუქოს ან ამოიღოს შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე, გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი და შეუჩეროს საქმიანობა მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს.