უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ფრონტის ხაზზე სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე მიმართულებით რუსული მხარეც ცდილობს შეტევის წამოწყებას.
მალიარის თქმით, უკრაინის ჯარები ნელი, თუმცა დამაჯერებელი ნაბიჯებიით მიიწევენ წინ.
უკრიანული მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსული ძალების შეტევა განსაკუთრებით აქტიური ჩერნოგოვის მიმარულებით იყო, სადაც ავიაიერიშებს 55 წლის ქალი ემსხვერპლა.