საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას ხვდება, შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს.
ხატია დეკანოიძის თქმით, ის უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამდებობაზე მუშაობა და იმ პერიოდში პოლიციის დანაყოფები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული დონბასში რუსეთის წინააღმდეგ.
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მოქალაქის მისდამი ინტერესი სწორედ ამ ფაქტით იყოს გამოწვეული.
„შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს რუსეთის მოქალაქეს და როგორც პოლიციამ მითხრა, ის დატოვებს საქართველოს ხვალ. მე არასდროს არ მინახავს ეს ადამიანი, არავითარი კონტაქტი და ურთიერთობა არა მაქვს რუსეთის მოქალაქეებთან და არც მქონია არასდროს. არ მყავს მეგობრები და ნაცნობები რუსეთში და ამიტომ ძალიან უცნაურია, როდესაც საქართველოს პარლამენტთან მე მელოდება რუსეთის მოქალაქე რამდენიმე დღის განმავლობაში.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხაზგასმული იყო ჩემი უკრაინაში მოღვაწეობა, მან პოლიციას უთხრა, რომ მე ვიცი, ის უკრაინაში მუშაობდა. შეიძლება ამასთანაა კავშირში. მე უკრაინაში მაღალი თანამდებობა მეკავა - ეროვნული პოლიციის უფროსი, ჩემი დანაყოფები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული დონბასში რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმების ტალღა და როგორც მივხვდი, აქედან იცოდა ჩემს შესახებ.
პირველად არის საქართველოს ისტორიაში, რომ რუსეთის მოქალაქისგან საქართველოს პარლამენტის წევრს შემაკავებელ ორდენს უწეს საქართველოს პოლიცია, არ ვიცი, სევდიანია თუ ირონიული ეს ამბავი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.